თბილისის საქალაქო სასამართლოში თორნიკე სხვიტარიძისა და "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სტატუსით წარდგებიან დეტექტივ-გამომძიებლები. თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.
საუბარია "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 173-ე მუხლზე. მოსამართლემ სხდომიდან დღეს რეპლიკის გამო "სტრატეგია აღმაშნებელის" წევრი გააძევა.