პაკისტანი და ინდოეთი, მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივნის განცხადებით, პაკისტანმა ინდოეთის ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქაშმირში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინდოეთის დასავლეთის შტატ გუჯარათში კი, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
"ეს არის მიღწეული შეთანხმების დარღვევა. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს. მოვუწოდებთ პაკისტანს, მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად და სიტუაციას პასუხისმგებლობით მოეკიდოს," - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკრამ მისრიმმა.