24 აგვისტო 2026,   09:21
ვრცლად
ვინ გახდება მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე? - დღეს "ქართული ოცნების" მეცხრე ყრილობა გაიმართება

ვინ გახდება მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე? ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. "ქართული ოცნება" ყრილობისთვის ემზადება.

ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელის ვინაობას მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.

დღესვე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს მცირედით განახლებული შემადგენლობაც. საუბარი შეეხება შემოდგომისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებსაც.

"დღეს გაიმართება ქართული ოცნების ყრილობა, ყრილობაზე არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი - პირველი არის ქართლი ოცნების ახალი თავმჯდომარის არჩევა, ხოლო მეორე არის - პოლიტსაბჭოში იქნება ცვლილებები და პოლიტსაბჭოს ახალი წევრები იქნებიან შერჩეული. ასევე. განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ზოგადად, როგორც ვიცით, უკვე მზადებას იწყებს მმართველი გუნდი შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ამ არჩევნებშიც, მოლოდინი გვაქვს, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ უკვე საარჩევნო პროცესებს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახო ჩოჩია.

დღის ამბები