24 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
ამერიკელმა მეგობრებმა ვაშინგტონიდან გიორგობის დღესასწაული "მეგობარი აქტით" მოგვილოცეს - პეტრე ცისკარიშვილი

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ამერიკელმა მეგობრებმა, კოლეგებმა ვაშინგტონიდან, გიორგობის დღესასწაული საქართველოს "მეგობარი აქტით" მიულოცეს.

მისი განმარტებით, მეგობარი შემთხვევითი სიტყვა არ არის, აქ იგულისხმება საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

"ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული "მეგობარი აქტით". მეგობარი შემთხვევითი სიტყვა არ არის, აქ იგულისხმება საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა, უსაფრთხოების თვალსაზრისით,მ დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, მობილიზება ყველა იმ რესურსისა, რომელიც ხელთ გააჩნია აშშ-ს იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებადი ქვეყანა", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის ტატა ხვედელიანის თქმით, "მეგობარი აქტი" ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება.

"ვნახეთ, რომ "მეგობარი აქტი" განიხილეს და კენჭისყრა ჩატარდა, სადაც მან 349 ხმა მიიღო. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ "მეგობარი აქტი" წინ წაიწევს და მოხდება პრეზიდენტის მხრიდან მისი ხელმოწერა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

დღის ამბები