24 აგვისტო 2026,   09:07
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრია მანდიჩს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-მონტენეგროს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების -საქართველოსა და მონტენეგროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ ანდრია მანდიჩი პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

დღის ამბები