24 აგვისტო 2026,   09:07
ვრცლად
პარლამენტი დღეიდან მუშაობას იწყებს ცვლილებებზე, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ეხება

პარლამენტი დღეიდან მუშაობას იწყებს ცვლილებებზე, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ეხება. საკითხი დეპუტატებმა განათლების კომიტეტზე განიხილეს. კომიტეტმა სამი კვირის წინ, ენათმეცნიერების, გიორგი გოგოლაშვილის და ნანა მაჭავარიანის ინიციატივას დადებითი დასკვნა მიანიჭა. მშობლიური ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს გაუქმდა.

დღემდე ის სავალდებულო მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის არის, დანარჩენებისთვის კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. ინიციატივის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტებში წელს ჩაირიცხებიან.

"საუნივერსიტეტო დონეზე ქართული ენის სავალდებულო სწავლების კომპონენტში შემოტანა არის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი იმისა, რომ მოხდეს უფრო მეტად ქართული ენის ცნობიერების გავრცელება ჩვენ მოსახლეობაში. ასევე, ეს იყო საუნივერსიტეტო დონის სწავლების მეთოდოლოგიით განხორციელებული, რაც რა თქმა უნდა სახელმწიფო ენის გაძლიერებას, პოპულარიზაციას და მოსახლეობაში მის უფრო სიღრმისეულ ცნობიერებას შეუწყობს ხელს", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები