10 აგვისტო 2026,   15:03
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. პროექტის ფარგლებში, იგება 5-ათას 200 მეტრზე მეტი სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი.

გარდა ამისა, ეწყობა სანიაღვრე არხების ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

დღის ამბები