კუბის ბობოქარ ოციან წლებში, თავბრუდამხვევი მუსიკითა და შესრულების უნიკალური ტექნიკით, კუბელი პიანისტი და კომპოზიტორი გვამოგზაურებს. რობერტო ფონსეკა საქართველოში ჩამოდის.
ჯაზი, კუბური რუმბა- ფონსეკას მუსიკა ევროპული, აფრიკული და კარიბის კულტურისა და ტრადიციების ნაზავია. კუბურ რიტმს რობერტო ფონსეკა თბილისურს ააყოლებს და ქართველ მაყურებელს მალე ახალ ალბომს "ლა გრან დივერჟენს" წარუდგენს. ალბომში მისი არაერთი ცხოვრებისეული თუ პროფესიული მოგონებებია გაერთიანებული.
საერთაშორისო ფესტივალის "თბილისი რიტმის" ფარგლებში საქართველოს
მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი ნატალია ოსიპოვაც ეწვევა London Royal Ballet -ის სპექტაკლით "ბუნების ძალა". წარმოდგენა გრიბოედოვის თეატრში გაიმართება. "როგორც მოცეკვავე ელვა ციდან" - ასე აღწერა The Times-მა ოსიპოვას ცეკვის სტილი. მის საცეკვაო ტექნიკას კი ბრწყინვალე და ქარიზმატული უწოდა.
ვნებიანი და ფილოსოფიური, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტებით შექმნილი ახალი სტილის "ტანგო ნუევოს" ფუძემდებელი ასტორ პიაცოლას კომპოზიციებით რიჩაარდ გალიანომ ქართველი მსმენელი უკვე მოხიბლა. მუსიკოსი საქართველოს მერვედ ესტუმრება და საზოგადოებას, ამჯერად ახალ ალბომს New Viaggio-ოს წარუდგენს.
სოსო ლაღიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი რიტმი" 4 მაისს გაიხსნება და 9 სექტემბერს რიჩარდ გალიანოს პერფორმანსით დასრულდება.