ამერიკის დახმარება უკრაინას - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.
თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა. პაკეტი გამანადგურებლების განახლებას, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და პერსონალის მომზადებას მოიცავს.