11 აგვისტო 2026,   03:21
ვრცლად
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი - დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს პროკურატურა. დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.

"ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობის საჭიროება არაა გამოკვეთილი. მიგვაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძისა და სხვა დანარჩენი ბრალდებულების მიმართ უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა აბსოლუტურად შესაძლებელია ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების პირობებში. მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლებრივად შეიცვლება, თუმცა, რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები, დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

დღის ამბები