21 ივნისი 2026,   12:15
ვრცლად
ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, უოლცს "გაეროში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს." ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, უოლცის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან მარტში მის გარშემო სკანდალი აგორდა. მან შექმნა ჩატი, სადაც შეცდომით ჩასვა ჟურნალისტი და ამით გაამჟღავნა ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაცია.

CNN-ის ინფორმაციით, მარკო რუბიო მაიკ უოლცის შემცვლელად მხოლოდ დროებით ინიშნება, ვიდრე დონალდ ტრამპი მუდმივ კანდიდატურაზე ჩამოყალიბდება, რადგან გამოცემის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე სტივ უიტკოფის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ უიტკოფს არ სურს ეს თანამდებობა.

დღის ამბები