21 ივნისი 2026,   10:34
ვრცლად
კანადაში, ფესტივალის მიმდინარეობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი

კანადაში, ქალაქ ვანკუვერში, ფილიპინური ფესტივალის მიმდინარეობის დროს, ავტომობილი ხალხში შევარდა.

მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა პოლიციას ჯერ არ დაუკონკრეტებია. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

ჯერ უცნობია, არის თუ არა მომხდარი გამიზნული თავდასხმა.

დღის ამბები