09 ივნისი 2026,   03:13
ვრცლად
აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 6 პირი დააკავა

ბათუმის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 6 პირი, რომლებსაც ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, იარაღის შეძენა-შენახვა და დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდება. დაკავებულებს შორის არიან თურქეთის და უზბეკეთის მოქალაქეებიც.

გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტის საფუძველზე, რამდენიმე პირმა თურქეთის მოქალაქე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში იძულებით მიიყვანა, ფიზიკურად გაუსწორდა და მუქარით 10 000 დოლარი მოსთხოვა. ბრალდებულები დაკავებული ქალის დახმარებით, თურქეთის მოქალაქეს დაემუქრნენ, რომ თუ ის პოლიციას მიმართავდა, ცრუ ჩვენებას მისცემდნენ და ქალზე ძალადობაში დაადანაშაულებდნენ.

დღის ამბები