11 აგვისტო 2026,   02:04
ვრცლად
გორის გვირაბში, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის საავტომობილო გვირაბში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 17 აპრილის 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

დღის ამბები