21 ივნისი 2026,   11:03
ვრცლად
ვატიკანში პალმის რტოს დღესასწაულს აღნიშნავენ

ვატიკანში პალმის რტოს დღესასწაულს აღნიშნავენ. წმინდა პეტრეს მოედნიდან, ქრისტეს ვნების კვირასა და უფლის ვნებათა ცერემონიას კარდინალი ლეონარდო სანდრი ხელმძღვანელობს.

ოფიციალური ვატიკანის სოციალურ ქსელში რომის პაპის შესახებ წერენ:

"პაპი ფრანცისკე მიესალმა პალმის რტოს დღესასწაულის ცერემონიის დამსწრეებს. იგი ყველას სთხოვს, გაერთიანდნენ მშვიდობისათვის ლოცვაში, განსაკუთრებით კი, მრევლს უკრაინის გახსენებისკენ მოუწოდებს. მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ დღეებში ლოცულობს."

დღის ამბები