ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მხარეებმა "ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების განვითარების" შესახებ ისაუბრეს.
"ესპანეთი და ჩინეთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის 20 წლისთავს აღნიშნავენ. პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად, განვიხილეთ ახალი იმპულსი, რომელსაც დღეს ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორობას, დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების განვითარებისა და ჩვენი საზოგადოებების ერთმანეთთან დაახლოების მიზნით", - წერს პედრო სანჩესი.