24 აგვისტო 2026,   07:50
ვრცლად
"თურქეთსა და საქართველოს ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა გვაკავშირებს. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს" - მევლუთ ჩავუშოღლუ

"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა გვაკავშირებს. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დასაწყისიდანვე მხარს ვუჭერდით", - ეს განცხადება თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ერთმანეთის რეზოლუციებსა და კანდიდატურებს უჭერდნენ მხარს.

"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა გვაკავშირებს. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დასაწყისიდანვე მხარს ვუჭერდით. საერთაშორისო ორგანიზაციებში კი საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ერთმანეთის რეზოლუციებსა და კანდიდატურებს უჭერდნენ მხარს სხვადასხვა პლატფორმაზე; სწორედ ამით ვარ მე დაკავებული ახლაც, თურქული დელეგაციის მეთაურის რანგში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობა. მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებ", - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

დღის ამბები