ევროპარლამენტში ივანიშვილის დასანქცირებაზე ისევ ალაპარაკდნენ. წინადადება ამჯერად ევროპის სახალხო პარტიის წევრს, მიხაელ გალერს ეკუთვნის. გერმანელმა ევროპარლამენტარმა საფრანგეთს ბიძინა ივანიშვილის, როგორც საფრანგეთის მოქალაქის მიმართ, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევრო ბიუროკრატები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სწორედ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ.
ევროპარლამენტარების მიდგომა მოსწონს და წინადადებას უერთდება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ საფრანგეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს.
ის, რაც ოპოზიციისთვის სამართლებრივი მიდგომაა, პოლიტიკური მოროდიორობაა სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შანტაჟი გრძელდება და მიხაელ გალერი, რომელიც აქამდეც მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩეოდა, ისევ "დიფ სთეითის "ინტერესებით მოქმედებს.
მიხაელ გალერმა განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილებოდა.