რუსული ძალების მიერ კრივოი როგზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.
ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, გაიზარდა გუშინდელი დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც - ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 56 ადამიანი.
ქალაქის საცხოვრებელ რაიონს რუსულმა ძალებმა, ბალისტიკური რაკეტით, 4 აპრილს დაარტყეს.