მედიცინის ერთ-საფეხურიან, ინგლისურენოვან ახალ პროგრამას იწყებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროგრამა ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ამასთან, დაკავშირებით ქუთაისში იმართება ორ დღიანი ქართულ იტალიური კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც უკვე მოეწყო მედიცინის ახალი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია.
გაცვლითი სემესტრის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, KIU-ს კამპუსზე სულ მცირე, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან. კურსდამთავრებულები ორმაგ დიპლომს მიიღებენ.