24 აგვისტო 2026,   09:36
ვრცლად
"ყველაფერია მოსალოდნელი, შეიძლება დრო იმიტომ სჭირდებათ, რომ იქ რაღაც გააყალბონ...მონაცემებს ვერ შეცვლის ვერც "ისფედი" და ვერც 10 "ისფედი" - გიორგი ვოლსკი

ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების საკითხი ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. სახელისუფლებო პარტია ელოდება როდის მიაწვდის "ისფედი" "პივიტის" მონაცემებს პროკურატურას. ეს თავად უწყებამ მოითხოვა, არასამთავრობო ორგანიზაციას კი მონაცემები ჯერ არ გაუგზავნია. გუშინ "ისფედმა" დრო ითხოვა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია რომ ორივე შემთხვევაში ორგანიზაციის მიზანი იყო არჩევნებზე მცდარი აღქმები შეექმნა. "ისფედი" საპასუხო კომენტარს დღეს არ აკეთებს

"ყველაფერია მოსალოდნელი, შეიძლება დრო იმიტომ სჭირდებათ, რომ იქ რაღაც გააყალბონ. შეუძლებელია ამის გაკეთება - ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, მონაცემებს ვერ შეცვლის ვერც "ისფედი" და ვერც 10 "ისფედი". იგივე მავნებლობას აგრძელებს, რამაც 2020 წელში კინაღამ მიგვიყვანა დაპირისპირების ისეთ ხარისხამდე, როდესაც შეჯახებებს შეიძლება სისხლისღვრა გამოეწვია. ამის გამკეთებელი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს აცხადებს, რომ მასალებია ბევრი, თავს ვერ უყრის და ამიტომ ვერ აძლევს პროკურატურას,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ორგანიზაციას პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმართა- ცნობილია რომ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, თუმცა "ისფედმა" ის ამჯერად არ გამოეყვანა. ცდომილებით გამოქვეყნდა "პივიტის" მონაცემები 2020 წელს.

დღის ამბები