კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტის თაობაზე პოლიტიკური შეფასებების თემაა. განცხადებას პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი,, ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა.
"ყველა მხარე, რომელიც ერთმანეთში ვაჭრობს და იმ ტვირთებმა, რომლებმაც უნდა გაიაროს ჩვენს პორტებში, იქნება ეს რკინიგზაზე თუ ნებისმიერ ჩვენს სატრანსპორტო კორიდორში, რა თქმა უნდა, ანაკლიაში უნდა იყოს წარმოდგენილი. უნდა იყოს წარმოდგენილი ჩინური ინტერესიც, უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ევროპული და ამერიკული ინტერესიც და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესიც. აქ ამის მიღმა ყველა დანარჩენზე საუბარი არის სპეკულაცია და პოლიტიკური ჟონგლიორობა," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.