24 აგვისტო 2026,   03:11
ვრცლად
ბიზნესის გაზრდილი ბრუნვა, პროდუქციის წარმოება და სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკა - საქსტატის მონაცემებით, გასული ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 62 მილიარდი ლარი შეადგინა

ბიზნესის გაზრდილი ბრუნვა, პროდუქციის წარმოება და სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის სტატისტიკა - 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები "საქსტატმა" გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 62 მილიარდი ლარი შეადგინა.

დადებით დინამიკაში, მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე საუბრობენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში. ეკონომიკური გუნდი აქცენტს, სახელმწიფო პროგრამებზე, ეკონომიკის დინამიკურ ზრდასა და დასაქმების მაჩვენებლებზე აკეთებს.

ეკონომიკის მზარდ დინამიკაში სამეწარმეო სექტორის განსაკუთრებულ როლზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ პროდუქციის წარმოების ნაწილში ძირითადი მიმართულებებიც გამოიკვეთა. საუბარია მშენებლობაზე, ვაჭრობასა და დამამუშავებელ მრეწველობაზე.

ბიზნეს სექტორის ბრუნვასა და დასაქმების მაჩვენებლებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას, "საქსტატი" სამ თვეში ერთხელ აქვეყნებს.

დღის ამბები