გარემოს დაცვის სამინისტრო ნადირობის შესახებ კანონპროექტს საზოგადოებას აცნობს. პროექტი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მოამზადეს.
ინიციატორების განცხადებით, ახალი რეგულაცია ითვალისწინებს მონადირეთა სერტიფიცირებას საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და მოწყვლადი სახეობების დაცვას. სამუშაო ვერსიის პრეზენტაციის შემდეგ, მონადირეებმა საკუთარ მოსაზრებებზე ისაუბრეს.