ევროპის სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. სვანეთი მედიის წარმომადგენლებს შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მასპინძლობს.
უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს და ზამთრის ფესტივალს, "გიზ-გიზს" დაესწრნენ.
უცხოელი ჟურნალისტები სვანეთში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურს აშუქებენ.