24 აგვისტო 2026,   09:36
ვრცლად
ამერიკული "ფარას" ზუსტი ანალოგი და მედიის კანონი ბრიტანული მოდელით - საქართველოს პარლამენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას იწყებს

ამერიკული "ფარას" ზუსტი ანალოგი და ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული მედიის კანონი - საქართველოს პარლამენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას იწყებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის, ქმედითი მექანიზმების შემუშავება აუცილებელია. "ქართული ოცნება" აქცენტს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე აკეთებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ამერიკული"ფარას" ზუსტი ანალოგის, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" მიღება აუცილებელია.

ახალ საპარლამენტო ინიციატივებს აკრიტიკებენ მმართველი გუნდის ოპონენტები. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის, რაც ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში გამართულად მუშაობს, საქართველოში ვერ იმუშავებს.

სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება არ მოსწონდეს ოპოზიციას ამერიკული "ფარას" ზუსტი ანალოგი და ბრიტანული სტანდარტით შემუშავებული მედიის კანონი. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ახალი კანონების მიღება საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურება. უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო პაკეტის მისაღებად უკვე ემზადება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ საკითხი განსახილველად სესიაზე გადაინაცვლებს.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივებს კანონად, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე აქცევს.

დღის ამბები