24 აგვისტო 2026,   06:18
ვრცლად
"ჩვენ აღარ ვაპირებთ მდგრადი მშვიდობის პირობის გარეშე ჩეკები გამოვწეროთ ომისთვის შორეულ ქვეყნებში" - თეთრი სახლის პრესმდივანი კაროლინ ლევიტი

"ჩვენ აღარ ვაპირებთ მდგრადი მშვიდობის პირობის გარეშე ჩეკები გამოვწეროთ ომისთვის შორეულ ქვეყნებში," - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox New-ის ეთერში ისაუბრა.

ლევიტმა შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა და აღნიშნა, რომ მედიის წინ გამართული კამათი ამერიკელ ხალხს დაანახებს, თუ რას ეჩეხება პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელებთან მოლაპარაკების დროს.

"შესანიშნავი იყო, რომ მოხდა კამერებით ჩაწერა. ამის წყალობით, ამერიკის მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ შეძლო დაენახა, რას ეჩეხება პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი დახურულ კარს მიღმა უკრაინელებთან მოლაპარაკებების დროს," - განაცხადა ლევიტმა.

დღის ამბები