მუსიკალური ფესტივალი "გიზ - გიზი" მესტიაში დასრულდა. ადგილობრივი მცხოვრებლების, ტურისტებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების წინაშე ბოლოს ქართველი DJ წარსდგა.
ზამთრის კურორტზე სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე, მუსიკის მოსმენის გარდა, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებელი იყო გასტრონომიული სივრცეებისა და გასართობი შემეცნებითი სტენდების დათვალიერება; ასევე, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა.
"გიზ-გიზი", ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე მეორედ ტარდება. მისი მიზანი ზამთრის კურორტებისა და მთის რეგიონის პოპულარიზაციაა.