23 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
თბილისის ნაწილს 21 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, შტენბერგის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ლევან მაჭავარიანის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის (ნაწილობრივ) და ზეთისხილის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები