23 აგვისტო 2026,   21:36
ვრცლად
"საბედნიეროდ რაიმე სახის ძალადობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია" - "ტვ პირველის" ოპერატორი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

ლაშა ჯიოშვილი, რომელიც "ტვ პირველის" ოპერატორია, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შემთხვევა სასტუმრო "რადისონთან" ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჯიოშვილი ზაჰესში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გვიან ღამით ადვოკატმა მოინახულა.

"შევხვდით ლაშას, საბედნიეროდ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა და რაიმე სახის ძალადობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. არც არა ადამიანურ მოპყრობას. ედავებიან უკანონოდ კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას, რაც რა თქმა უნდა, არის სრულიად აბსურდი. არანაირ კანონიერ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. მას ჰქონდა ე.წ. სანათი პოლიციის ფერებში, რაც ყველამ რომ 250-300 ლარი ჯდება და ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დაუმაგროს მანქანას. დაველოდებით პროცესს, 48 საათის განმავლობაში სავარაუდოდ ის დარჩება იზოლატორში,“ - ამბობს ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.

დღის ამბები