სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 250-ზე მეტი სოფლის კრება და კონსულტაცია ჩატარდა, სადაც მოქალაქეებმა პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტები თავად აირჩიეს.
რეგიონში პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა. შეხვედრებს მარტვილის სოფელ ინჩხურსა და აბაშის სოფელ ონტო-ფოში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო.
საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში უნდა გაიმართოს.