11 აგვისტო 2026,   05:53
ვრცლად
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ქვემო ქართლის მხარეში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ზაურ დარგალთან და მერთან კენან ომაროვთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხის და სოფელ ახლოლალოს მოსახლეობას შეხვდა, სადაც განიხილეს მოქალაქეთა საჭიროებები და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები.

პროგრამის ფარგლებში, კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები მხარის შვიდივე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ატარებენ. სოფლის საერთო კრებებზე შეირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული პროექტები.

მიმდინარე წელს რეგიონისთვის, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", გამოყოფილია 4 760 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.

დღის ამბები