აშშ-ის მოქალაქე ქალს, რომელიც აფრიკულ საფარიზე იმყოფებოდა, ჰიპოპოტამი დაესხა თავს და მოკლა. მისი მეუღლის განცხადებით, ტუროპერატორმა მათი უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
70 წლის ლიზა მანდერსს გარეული ცხოველი ზამბიაში დაესხა თავს. ქალის მეუღლე თავდასხმის მომსწრე გახდა.
სასამართლო სარჩელის თანახმად, ქალმა გარეული ცხოველის თავდასხმის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა.
საფარის გიდებს გულგრილობას ედავებიან, როგორც სარჩელშია აღნიშნული, მათ ტურისტები უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ახლოს ჰიპოპოტამები არიან, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან.