ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. "ჰამასსა" და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა შეწყდეს. ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისრაელი შეთანხმებას არღვევს და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას აფერხებს.
ამ განცხადების შემდეგ, ცახალმა ღაზის სექტორის გარშემო საჯარისო ნაწილების მობილიზება დაიწყო და უკვე დაიკავა ყველა სტრატეგიული პოზიცია.
ტრამპი ისრაელს მხარს უჭერს და ამბობს, რომ თუ "ჰამასი" პირობებზე უარს იტყვის, ისრაელს მოუწევს, შეთანხმებაზე უარი თქვას.
"მივესალმებით პრეზიდენტი ტრამპის მოთხოვნა მძევლების შაბათს, შუადღემდე გათავისუფლების შესახებ. ასევე მივესალმები ღაზის მომავალთან დაკავშირებით მის რევოლუციურ ხედვას. ჰამასის განცხადებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ არ აპირებენ შეთანხმების პირობების მიხედვით მძევლების გათავისუფლებას. გუშინ ღამით გავეცი ღაზის სექტორის ირგვლივ სამხედრო ძალების მობილიზების ბრძანება. ეს ოპერაცია უკვე მიმდინარეობს და ძალიან ახლო მომავალში დასრულდება. თუ ჰამასი შაბათს შუადღემდე მძევლებს არ დაგვიბრუნებს, გაუქმდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სამხედრო ძალები ჰამასის საბოლოო დამარცხებამდე განაგრძობენ ბრძოლას," - აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.