"უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლის" მესამე სეზონი დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კურსს 59 მონაწილე ჰყავს. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი მათ შესაძლებლობას აძლევს, ერთი თვის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეების, ასევე სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია პირველი პირებისა და წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ.
ასევე, შეისწავლიან საფრთხის შემცველ ვითარებაში სწრაფად ორიენტირების და მათზე რეაგირების წესებს.