09 ივნისი 2026,   05:09
ვრცლად
ბრალი წაუყენეს ცოლ-ქმარს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, შშმ ქალს მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს.

ისინი 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მას უსწორდებოდნენ ფიზიკურადაც და სძალავდნენ ფულს.

დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმეში ფარული ჩანაწერებიც დევს.

დღის ამბები