ჩარგალში სახალხო პოეტის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრის, საქართველოს ეროვნული გმირის, მიხა ხელაშვილის დაბადების 125-ე და გარდაცვალების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
თარიღთან დაკავშირებით, მეუფე მიქაელმა მიხა ხელაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მის საფლავთან გადაიხადა. ღონისძიებაზე ადგილობრივ ანსამბლ "ლაშარელას" მიერ შესრულდა რამდენიმე სიმღერა, წაიკითხეს მიხა ხელაშვილის ლექსები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, 25 სარიტუალო გასროლა შეასრულა. ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.