24 აგვისტო 2026,   09:07
ვრცლად
პროტესტის მე-19 დღე​ - მსვლელობა-აქცია დილიდან "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მეტროსადგურთან დაიწყო და მეტრო "დელისთან" დასრულდება

ქვეყანაში პროტესტის მე-19 დღე მიმდინარეობს. სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისში მსვლელობა დაიწყო. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოქალაქეები სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ და ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ.

მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, ისინი ყაზბეგის გამზირის გავლით მეტრო "დელისთან" ავლენ, სადაც აქცია დასრულდება.

მოთხოვნები უცვლელია, ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.

"ვითხოვთ, დაკავებული და მძევლად აყვანილი, ნაწამები ადამიანების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს. მნიშვნელოვანია, გვქონდეს რეაქცია ქალაქის მასშტაბით და გვქონდეს გამოხმაურება ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ვითარებას არ ეგუება, ვინც ითხოვს ახალ არჩევნებს - მნიშვნელოვანია, რომ ყველას ხმა ისმოდეს", - განაცხადა უფლებადამცველმა იდა ბახტურიძემ.

 

დღის ამბები