რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. დღეს კონცერტი დმანისსა და წალკაში გაიმართება.
გუშინ კი, ღონისძიება თეთრიწყაროში ჩატარდა. მსმენელის წინაშე ცნობილი შემსრულებლები, ანსამბლი ფორტე, თემურ თათარაშვილი და ღამის შოუს ბენდი წარდგნენ.
მუსიკოსებმა "ქართულ ოცნებას" ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და აქცენტი მშვიდობაზე გააკეთეს.