გარდაცვლილი ამერიკელი მსახიობის მეთიუ პერის ერთ-ერთმა ექიმმა აღიარა, რომ ის მას პრეპარატ კეტამინით უკანონოდ ამარაგებდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
პროკურორის თქმით, ბრალდებული ექიმი "წარმოუდგენელ სინანულს" განიცდის იმის გამო, თუ რა წვლილიც მიუძღვის მას მსახიობის გარდაცვალებაში. ექიმის ჩავესი დათანხმდა დაუყოვნებლივ უარი თქვას თავის საექიმო ლიცენზიაზე. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
2023 წლის 28 ოქტომბერს, 54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჯაკუზიში აღმოაჩინეს. სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით მსახიობის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს, მათ შორისაა ექიმი მარკ ჩავესი.