ძლიერი ხანძარია ლონდონში - ცეცხლი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია.
ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. შენობიდან დროულად მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.