სიცილიის სანაპიროსთან, ბრიტანული იახტის ჩაძირვის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირიდან, მაშველებმა 2 მათგანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაცით, მაშველებმა ცხედრები ჩაძირული იახტის შიგნით აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის.
მაშველები სიცილიის სანაპიროსთან ექვს დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის, მაიკ ლინჩს, მის 18 წლის ქალიშვილს და Morgan Stanley International-ის არააღმასრულებელ თავმჯდომარეს ჯონათან ბლუმერს.
ცნობისთვის, 56-მეტრიანი, ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ სუპერიახტაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა და პორტიჩელოს პორტთან, პალერმოს მახლობლად იყო გაჩერებული. იახტა, ორშაბათს, ძლიერი ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა.