23 ივნისი 2026,   13:25
ვრცლად
კურსკის ოლქში ბრძოლები არ წყდება - რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კურსკის ოლქში ბრძოლები არ წყდება. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, უკრაინული სამხედრო დრონით ელექტროსადგურზე იერიშის შედეგად რეგიონის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 


რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით საგანგებო მდგომარეობის აღნიშნული ზომა, უკრაინის მხრიდან რუსეთის შიდა ტერიტორიაზე უკრაინის მხრიდან დივერსიების მომატებული საფრთხის გამო მიიღეს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით რუსეთის თავდაცვის უწყებაში უთანხმოებამ იფეთქა. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას არ უნდა ჯარის უკრაინიდან გამოყვანა და რუსეთის შიდა ტერიტორიაზე გადასროლა. პენტაგონმა უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, უკრაინა 125 მილიონი დოლარის იარაღს მიიღებს. "როიტერის" ინფორმაციით, რუსეთი ირანისგან "ფალაქ 1-ის" ტიპის ასობით რაკეტას მიიღებს. 

 

დღის ამბები