23 ივნისი 2026,   13:43
ვრცლად
ზვიგენის თავდასხმის შედეგად, ცენტრალურ ამერიკაში 15 წლის გოგომ ფეხი დაკარგა

ცენტრალურ ამერიკაში, ბელიზში, დასასვენებლად მყოფ 15 წლის გოგოს ზვიგენი დაესხა თავს, რის გამოც მან მარჯვენა ფეხი დაკარგა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

15 წლის სოფია კარლსონი ჰონდურასის ყურეში დაივინგით იყო დაკავებული, როდესაც მას ზვიგენი დაესხა თავს.

ბელიზის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ინციდენტი სამშაბათს დილით, ლაითჰაუს რიფში ექსპედიციის დროს, ქალაქ ბელიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 50 მილის დაშორებით მოხდა.

სოფია კარლსონი სანაპიროზე ტუროპერატორებმა გამოიყვანეს, სადაც მას სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა პირველადი დახმარება გაუწიეს. დაშავებული გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენის დახმარებით გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას განაგრძობს.

მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები