23 ივნისი 2026,   13:06
ვრცლად
ქარმა ბატუტი 6 მეტრის სიმაღლეზე აისროლა - დაიღუპა 5 წლის ბავშვი, კიდევ ერთი დაშავდა - უბედური შემთხვევა აშშ-ში

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ბატუტი, რომელშიც ბავშვები თამაშობდნენ, ქარმა 6 მეტრის სიმაღლეზე აისროლა, რის შედეგადაც 5 წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა ბეისბოლის მოედანზე მოხდა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მოედნის თანამშრომლებმა 911-ზე მყისიერად დარეკეს.

შტატის წარმომადგენლების განცხადებით, მოედანზე უკვე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც, მოხალისეებთან და მწვრთნელებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მაშინვე გაემართა, რათა ბავშვებისთვის დახმარება გაეწია.

დაშავებული ბავშვები კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული ტრავმების გამო, 5 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები