24 ივნისი 2026,   03:05
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - დონეცკის ოლქში რუსეთის იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში ომი გრძელდება - დონეცკის ოლქში, რუსეთის იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია რვა ადამიანი.

დაიბომბა ხერსონის ოლქის 14 სოფელი. განადგურებულია 9 საცხოვრებელი სახლი და რეგიონში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე 102 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ქვეყნის გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე რთულ საბრძოლო მიმართულებად პოკროვსკი და ტორეცკი სახელდება.

რუსეთის ძალებმა ფრონტზე წინ წაწევა შეძლეს. "დიფსთეითის" მიერ გავრცელებული მონაცემებით, ოკუპანტებმა სოფელი ტიმოფეევკა და ვესოლოე დაიკავეს, კიდევ ერთ სოფელს ჟელანოეს კი ალყა შემოარტყეს.

დღის ამბები