23 ივნისი 2026,   13:26
ვრცლად
ომი უკრაინაში - ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული შეფასებით, რუსეთის არმიის წინსვლა უახლოეს პერიოდში შეფერხდება

უკრაინაში, რუსეთის ჯარი ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით წინ მიიწევს. საოკუპაციო ძალის წარმატებას უკრაინული საჯარისო შენაერთების სიმცირე და რელიეფი უწყობს ხელს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული შეფასებით, რუსეთის არმიის წინსვლა უახლოეს პერიოდში შეფერხდება, რადგან ფრონტის ხაზი დასახლებულ პუნქტებსა და ურბანულ რეგიონებს უახლოვდება.

დღეს, ოკუპანტმა დონეცკის ოლქის სოფელი ვესოლოე დაიკავა, და რეგიონში ხუთი საბრძოლო მიმართულებით განაგრძობს შეტევას.

დღის ამბები