არეულობა ვენესუელაში - ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვენ.
დემონსტრაციები მიმდინარეობს კარაკასსა და სხვა დიდ ქალაქებში. უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებთან. ნიკოლას მადურომ ქუჩაში ჯარი გამოიყვანა. მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ აირს იყენებენ.
აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და ნაგვის ურნებს. პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობებამდე არ მიუშვას. არჩევნების შედეგების მიხედვით მოქმედმა პრეზიდენტმა მესამე ვადით გაიმარჯვა. შედეგებს არც ცნობს არც ოპოზიცია და არც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს და მოითხოვს ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყნის დიპლომატებმა ვენესუელა დატოვონ.
მათ ამ სახელმწიფოებიდან საკუთარი დიპლომატები უკვე გამოიწვიეს.