24 ივნისი 2026,   15:27
ვრცლად
კანადაში, ჯასპერის ნაციონალური პარკიდან, ტყის ხანძრების გამო, სულ მცირე, 25 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება

კანადაში, ქალაქ ჯასპერის ნაციონალური პარკიდან, ტყის ხანძრების გამო, სულ მცირე, 25 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, 15 000 ადამიანის ევაკუაცია ნაციონალური პარკიდან მოხდება, ხოლო 10 000 ადამიანს ქალაქ ჯასპერიდან გაიყვანენ, მათ შორის - სეზონურად დასაქმებულებსაც.

"ქალაქ ჯასპერისა და კანადის პარკების პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლების, მოსახლობისა და დამთვალიერებლების უსაფრთხოებაა", - აღნიშნულია ჯასპერის ნაციონალური პარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები