საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შემდეგ, პირველად, კამალა ჰარისი მხარდამჭერებს შეხვდა. მილუოკიში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა.
ცნობისთვის, 5 ნოემბრის არჩევნებისას უისკონსინი ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატად სახელდება. პარალელურად, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულ ვიცე-პრეზიდენტებს შორის სახელდება.
"როიტერსისა" და "იპსოსის" ეროვნული გამოკითხვით კი, წინასაარჩევნო მარათონში ჰარისი ტრამპზე 2 პროცენტით წინ არის. დემოკრატები ჰარისს პრეზიდენტობის კანდიდატად, ოფიციალურად, 19 აგვისტოს გამართულ ყრილობაზე დაასახელებენ.